უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
20 ივლისს ნაწილობრივ მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა ღამით +22 გრადუსამდე შემცირდება, დღისით კი +33 გრადუსამდე დაცხება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
ღრუბლიანი იქნება მომდევნო დღეებიც- 21 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი – 25-30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსია, დღისით კი – 32-37.

რაც შეეხება 22 ივლისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 გრადუსია ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა ღამით 20-25 გრადუსი, დღისით 33-38 გრადუსი იქნებ

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრი აცხადებს.