28 ივლისს მზიანი ამინდი შენარჩუნდება დღის ბოლომდე, ღამით ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსამდე შემცირდება, დღისით კი +31 გრადუსამდე დაცხება. ქარი 15-20 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
სინოპტიკოსები ორშაბათს, 29 ივლისს უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ღამით მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური +30 გრადუსი იქნება. რაც შეეხება 30 ივლისს, უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მინიმალური ტემპერატურა +23 გრადუსზე დაფიქსირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური +34 გრადუსი იქნება.









