უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის კორტეჟის მანქანები ზაპოროჟიეს ოლქში ავარიაში მოყვნენ. თვით პრეზიდენტი მანქანით არ მგზავრობდა, ის დედაქალაქში თვითმფრინავით დაბრუნდა. პრეზიდენტის კორტეჟის მანქანები ავტობუსების კოლონის გასწრებას ცდილობდნენ და ამ დროს კორტეჟის მიკროავტობუსი „Volkswagen Transporter“-ი, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, იმავე მიმართულებით მოძრავ ორ ავტომობილს დაეჯახა.
ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ავტობუსების მგზავრები არ დაშავებულან.