ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე ბუხრა ადიდდა. გარესამყაროს სოფელი ტვიბი მოწყდა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. ადიდებული მდინარის გამო წაღებულია გზის 40 მეტრიანი მონაკვეთი. “ადგილზე ვართ მობილიზებული მძიმე ტექნიკით და გზის გახსნას დაახლოებით ერთ საათში შევძლებთ” – აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი.