უხვმა ნალექმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა (+ფოტო)

უხვმა ნალექმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა . არსებულ ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სტიქიამ სოფელი მამხუტი, ტალავერი , სოფელ ბოლნისი, სოფელ ზემო ბოლნისი ტანძია,ბალიჭი, სამწევრისი, ფოლადაური და დაბა კაზრეთი დააზარალა.

სტიქიამ სახნავ-სათესი მიწები და საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და დაზარალებულებს კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების მოგვარება აღუთქვა.