„ფეისბუქი“ მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი სოციალური ქსელის გვერდი შეფერხებით მუშაობს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები, ვერ ახერხებენ საკუთარი ფოტოების, ალბომებისა და გვერდების ნახვას. ამასთანავე, პირად შეტყობინებაში შეფერხებით იგზავნება სხვადასხვა სახის მასალები თუ ფოტოსურათები.