რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში მშენებარე სპორტულ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტაბაღუამ მოინახულეს.
ქალაქის მერი ასევე გაეცნო მე-2 საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რუსთავის კიდევ 4 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დღის განმავლობაში თითოეულ სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობიან.