ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი „მინივენი“ ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით , გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.