ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმროს 6 დამსვენებელი მოიწამლა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან ქობულეთში 6 პირის მსუბუქი ინტოქსიკაციის შესახებ შეტყობინება მიიღო.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რეაგირების მიზნით, შეამოწმა სასტუმროს კვების ბლოკი, სადაც აღნიშნული პირები ისვენებენ.

ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია საკვების ნიმუშები, რომლის კვლევის შედეგებიც მომავალ კვირას გახდება ცნობილი.