ქუთაისში 27-ე სკოლის ყოფილ შენობაში ხანძარია. ხანძარი საჯარო სკოლის ყოფილი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე მანქანა მუშაობს. ტერიტორია სამართალდამცველების მიერ არის შემოსაზღვრული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.









