სამართალდამცველებმა აჭარის რეგიონში ყალბი აქციზური მარკების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა , გატარებული ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედგეგად დაადგინეს, რომ ბრალდებულმა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისთვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები გაასაღა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.