შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთ-ერთი მოშიმშილე დღეს შეუძლოდ გახდა.

ხათუნა ბერიძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც სამედიცინო კვლევები უტარდება.

კლინიკასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კარავში რამდენიმე ადამიანი მე-11 დღეა შიმშილობს.
პერიოდულად იმართება აქციებიც. აქციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.