შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებამდე აქვს შეჩერებული. როგორც შსს-ში 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამასთან, აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
მთავარი ყველა საქართველო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა









