ცხენის ხორცის რეალიზაციის შემთხვევები- სეს-ი კონტროლის შედეგებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2019 წლის მეორე კვარტალში(აპრილი-ივნისი) განხორციელებული კონტროლის შედეგების ნაწილს აქვეყნებს. კერძოდ, ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგების მიხედვით, თბილისში 6, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 49 ობიექტი შემოწმდა. დარღვევა კი მხოლოდ ორ შემთხვევაში და ორივე დედაქალაქში დაფიქსირდა.

კერძოდ, როგორც შედეგებიდან ირკვევა, ორივე კვების ობიექტის შემთხვევაში აღმოჩენილია ცხენის დნმ. დარღვევები გამოვლინდა-გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მდებარე შპს ,,კესოსა” (კაფე ბარი, რესტორანი) და ინტერნეტის ქუჩაზე მდებარე ინდმეწარმე ნინო ჩალიგავას კვების ობიექტში.

რაც შეეხება სანქციებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ შემთხვევაში ობიექტი 1000 ლარიანი ჯარიმით, ხოლო მეორე – შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდა. ამასთან, ორივე შემთხვევაში მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნა.