საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით 23 კილომეტრის დაშორებით, დასახლებულ პუნქტ მაგულასთან დაფიქსირდა.
რყევის მაგნიტუდა 5,3 ბალს შეადგენდა. ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 12,9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პანიკა იყო მოსახლეობასა და ტურისტებს შორის. შეფერხებული იყო მობილური კავშირი და გარკვეულ რაიონებში ცოტა ხნით დენი გაითიშა. შედეგად რამდენიმე ადამიანი ლიფტებში გაიჭედა.









