ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმე-პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

ჯერ-ჯერობით უცნობია და პროკურატურა არ აკონკრეტებს,აღკვეთის რა ღონისძიებას მოითხოვენ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ.

მამუკა ხაზარაძის და  ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).