პოლიციამ იმერეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანის და კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.
პოლიციამ ხარაგაულის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად 57 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი“, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გამომშრალი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.