ხაშურის საკრებულოს წევრმა ალექსანდრე სიმონიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა. საკრებულოს დეპუტატმა კომენტარი TV4-ის გვერდზე სოციალურ ქსელში დაწერა. TV 4 სიმონიშვილს დაუკავშირდა,რომელმაც საკუთარი საქციელი გაამართლა და თავის მართლება არც უცდია. სიმონიშვილი თვლის რომ ჟურნალისტი ტექსტში დაწერილ ყველა სიტყვას იმსახურებს. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ ,ჩვენთან საუბარში სიმონიშვილის საქციელი დაგმო, თუმცა აღნიშნა რომ რეაგირებას ფაქტზე მას შემდეგ მოახდენს,რაც კომენტარს გაეცნობა. პატრიოტთა ალიანსის პრესსამსახურში არ იციან რა რეაგირება უნდა მოჰყვეს დეპუტატის მსგავს საქციელს. სამსახურის უფროსის განცხადებით,მსგავსი ფაქტი მის პრაქტიკაში არ ყოფილა.