გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების განსაზღვრა ხდება. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
9 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1,3-ჯერ, 10 და 12 ივლისს ქ. რუსთავში 1,1-ჯერ, ხოლო 11 ივლისს ისევ ქ.რუსთავში – უმნიშვნელოდ, 13, 14 და 15 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ქ ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.