1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8476 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8476 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8542 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2098 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2027 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.