„რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გიორგი გაბუნიას შესაებ ჟურნალისტებს განუცხადა რომ 2 თვის შემდეგ, როცა მოეხსნება ის სეზღუდვა , რაც თვითრეგულირების საბჭომ საუწესა, ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანიბას.
„ასეთი საკითხი დღეს არ დასმულა. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა იქნა მიღებული და მას 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელზეც მე,მგონი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსესუსი იყო“ , – განაცხადა პაატა სალიამ.
ასევე კითხვაზე, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ მელაძეს აქვს მოლოდინი, რომ მასაც ჩაანაცვლებენ, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ მელაძეს „მოლოდინი გაუცრუვდება“









