2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1 500-1 800 ლარს მიაღწევს-განათლების მინისტრი

2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1800 ლარს მიაღწიოს.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ პატიაშვილმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბრის თვეში ხელფასი ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება,რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია.

ბატიაშვილის ინფორმაციით, პროცესი ყოველ წელს გაგრძელდება და საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს ხელფასი ყოველ წელს 150 ლარით მოემატებათ. შესაბამისად 2020 წლამდე მათი ხელფასი 1500-1800 ლარს მიაღწევს.