57 წლის მძღოლი ქალბატონი -,,ტრაქტორის მძღოლადაც მიმუშავია“

მაია კოშკაძე N13 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლია. ევროკავშირის გადამზადების შესაბამის პროგრამაში მოხვდა და ავტობუსის ქალი მძღოლების რიგებს დაახლოებით, ოთხი თვის წინ შეუერთდა.

მანამდე, კოშკაძე თბილისის ტრანსპორტის კომპანიაში დამლაგებლის პოზიციაზე მუშაობდა. კოშკაძე ამბობს,რომ ავტომობილის მართვის გამოცდილება ადრეული ასაკიდან ჰქონდა.შესაბამისად, დღევანდელი საქმიანობა მისთვის სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და ანაზღაურებაც წინა პოზიციისგან განსხვავებით, ბევრად მაღალია.

,,ცოტა გამოცდილება მქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, 3 თვე ტრაქტორზე ვიმუშავე. ასაკი შეზღუდული არ იყო, ახალგაზრდებიც გვყავდა. 25-დან 21 დავრჩით საბოლოოდ. შემოსავალიც გამეზარდა – 460 ლარი მქონდა დამლაგებლად, ახლა 1000 ლარზე მეტიც გამომდის. ძალიან მარტივი არაა საქმე, მაგრამ ისეთიც არაა, ვერ შეძლო.”-ამბობს მაია კოშკაძე

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო. სწავლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

სასწავლო კურსი 25-მა ქალმა გაიარა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, D კატეგორიის მართვის მოწმობა აეღოთ. კურსი და მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება პროექტის მიერ ანაზღაურდა.

ინრომაციას ფეისბუქ მომხმარებელი ავრცელებს.