„GDYNIA ADVANCED BUSINESS WEEK 2019“-ზე გასამგზავრებლად 5 ახალგაზრდა შეირჩა

 პოლონეთში „GDYNIA ADVANCED BUSINESS WEEK 2019“-ზე 5 ახალგაზრდის შერჩევის ეტაპი დასრულდა.კონკურსში მონაწილე 34 აპლიკანტიდან  ინდივიდუალურ გასაუბრებაზე არ გამოცხადდა 4 მოსწავლე. კონკურენციის პირობებში 5 ახალგაზრდა შეირჩა. 

პოლონეთში „GDYNIA ADVANCED BUSINESS WEEK 2019“-ზე  21-ე სკოლის მოსწვლე გიორგი გარდავა, სკოლა ,,მილენიუმის” მოსწავლე თიკო მაღლაფერიძე და მე-10 სკოლის მოსწავლე მათე გუმბერიძე გაემგზავრებიან. ბიზნეს კვირეულში მე-14 სკოლიდან მარიამ ქავთარაძე და მე-16 სკოლიდან მარიამ ბირთველიშვილი მიიღებენ მონაწილეობას. 

კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები  რუსთავის განვითარების,ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ გიგა ჯღარკავასთან ერთად პოლონეთის ქალაქ გდინიაში , „GDYNIA ADVANCED BUSINESS WEEK 2019“-ზე 17-24 აგვისტომდე  გაემგზავრებიან.