N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა

,,წიგნი ციხის ბიბლიოთეკას” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთად ჩაატარა, N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას 330-მდე წიგნი გადაეცათ.
კამპანიის ფარგლებში შეგროვებული წიგნები თემატიკისა და ჟანრის მიხედვით გადაირჩა. ყველაზე მეტი წიგნი N6 დაწესებულებას ერგო, ხოლო წიგნების ნაწილი N5 (ქალთა) და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს გადაეცემა.
პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების მხარდამჭერი კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას და ფოტოებს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.