ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე,რუსთაველის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს “აუდის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და “ჰონდას” მინივენი შეეჯახნენ.
tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. დაშავებულ ქალბატონს რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას მოქალაქეები უწევდნენ,სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლა დააგვიანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.