ტექნიკური რეგლამენტი ფრინველის ხორცთან დაკავშირებით

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაციების მეთოდიდან გამომდინარე წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.
რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შესაბამისობაშია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.
ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას.
დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევა. ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო ნაწილი – 2024 წლიდან.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.