პოლიციამ, ბაღდათის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 36 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე ,,კანაფი” ამოიღო.
იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.







