ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის საქართველოში ვიზიტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის საკითხზე განცხადება გააკეთა.ბიძინა ივანიშვილის თქმით,20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ.
გახარია რომ გადადგეს, ესე იგი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს.ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის – არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანის საკითხსაც გამოეხმაურა.

„2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, მათ შორის სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, კიდევ გვარს ვერ გავიხსენებ, ფსბ-ს ყოფილი თავმჯდომარე. სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ? 2016 წელს იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი მოხდა და გამორიცხულია, არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.