2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ იუწყება, სიჩქარის გადაჭარბების შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, 2014 კი დაშავდა. საპირისპირო ზოლში გადასვლის დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა – 24, დაშავდა-359, ალკოჰოლური თრობის ქვეშ დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა -145.
საქართველოში 2019 წლის 6 თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 53 ქვეითი დაიღუპა, დაშავდა-752. ამასთან, 2019 წლის ექვს თვეში, გარდაცვლილია 3 ველოსიპედისტი, დაშავებულია-19. სტატისტიკის მიხედვით, ექვსი თვის მანძილზე საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 4 მოტოციკლისტი, დაშავდა-80. სატვირთო ტრანსპორტის მონაწილეობით კი დაიღუპა 4 და დაშავდა-20 ადამიანი.







