სამხედროების მორიგი სამოქალაქო გმირობა. ვინ არიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის საავიაციო ბაზის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სარწყავ არხში გადავარდნილი ავტომანქანიდან 7 მგზავრი გადაარჩინეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხედრო მოსამსახურეებმა 4 მოქალაქე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი ავტომანქანიდან უვნებლად გამოიყვანეს.