გამოცდილების გაზიარება-პოლონეთის ქალაქ ლოძში სამუშაო ვიზიტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

დაძმობილებული ქალაქები და  გამოცდილების გაზიარება-რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა, პოლონეთში ქალაქ ლოძში სამუშაო ვიზიტის შედეგები  წარმოადგეს.

ქალაქ ლოძში სამუშაო ვიზიტით რუსთავის მერიის ეკონომიკური და აუდიტის სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ლოძში აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმართულებებსა და შედეგებზე.

ლოძის მაგალითზე, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს დასაქმების პროგრამებისა და ტრენინგების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია,რომ ლოძში,რომლის მცხოვრებთა რაოდენობა რუსთავისას 7-ჯერ აღემატება, უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

ანგარიშის წარდგენას ქალაქის პირველი პირები და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.