განსხვავებული შუქნიშნები რუსთავის მთავარ გამზირზე (+ფოტო)

რუსთავში, კოსტავას გამზირზე განსხვავებული ტიპის შუქნიშნები ფუნქციონირებს. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, შუქნიშნებზე ფერადი განათებები რუსთავის სერვის ცენტრმა დაამონტაჟა.

შუქნიშნის ბოძებზე განათებები პარალელურად, იმავე ფერს აჩვენებს, რასაც შუქნიშანზე, რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს ნიშანი შორი დისტანციიდან დაინახონ.
სამუშაოები ეტაპობრივად, ქალაქის სხვადასხვა ქუჩას მოიცავს.