ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ეპიდემიის გამო საზღვრის ჩაკეტვა ჯერ არ იგეგმება, რადგან ორგანიზაციის განმარტებით, რეგიონს გარეთ დაავადების გავრცელების რისკი მაღალი არ არის.
ეპიდემიას კონგოში, წლის განმავლობაში, 1 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მიმდინარე კვირაში, გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ გომაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.







