ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება.
აბიტურიენტები პირველად ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს შეიტყობენ.
2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო.
ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.









