ვაშლიჯვარში მდებარე ერთ-ერთ შენობაში 60-მდე ოჯახი შეიჭრა. უმეტესობა სოციალურად დაუცველია, ნაწილი დევნილია და რამდენიმე ოჯახი კი – ეკომიგრანტი.
158-ე სკოლასთან მდებარე ნაგებობასთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დღის განმავლობაში ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებოდა, თუმცა ოჯახებთან შეთანხმება არ შედგა.









