თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი მამაკაცი მოკლეს

თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში მკვლელობა მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ცხედრები საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.