ილია მეორე -მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.
“დღეს განსაკუთრებული დღეა 12 მოციქულის დღესასწაული, თქვენ მოისმინეთ რამდენად დიდია მნიშვნელობა და ღვაწლი 12 მოციქულის დღესასწაულისა. მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. მახარობელი იყო, ცუდი კი არ უთხრას ადამიანს არამედ სასიხარულო ამბავი აუწყოს. ასე რომ ეს არის ლოცვა კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ გავხდეთ მახარობლები. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ
უამრავი ხალხი ესწრება წირვა-ლოცვას, ბედნიერი ვარ, რომ პრეზიდენტი მობრძანდა, ვულოცავთ მას დღესასწაულს. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს ამ დიდი მისიის აღსასრულებლად. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს მოგიტანთ თქვენს დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ”,- ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.