კოსტავას გამზირზე გზის დაზიანებულ ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება – ამის შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი . სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხ უყარეს კენჭი, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებებს შეეხებოდა . როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი გაიზარდა ქალაქის ბიუჯეტი და ტრანსფერით, მუნიციპალიტეტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებითი თანხები გამოიყო გზის რეაბილიტაციითვის . გარდა ამისა ეკონომიების ხარჯზე კერძოდ კი 44 000ლარი #27ფილიალის სააღმზრდელო ჯგუფის რეაბილიტაციისთვის განისაზღვრება . საკითხი შეეხო საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების ნაწილსაც ,რომლისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება
აღსანიშნავია ,რომ რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა და 62. 716 ათასი ლარის შეადგენს .