ლარის გაუფასურების გამო, პურის ფასმა შესაძლოა, მოიმატოს

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო, პურისა და პურპროდუქტების ფასმა შესაძლოა, მოიმატოს.

„ფასები, რომლებიც დღეს არის წისქვილკომბინატებში, 49-50 ლარის ფარგლებში ერთ ტომარა ფქვილზე, დაგეგმილია დაახლოებით 2.75-იან კურსზე, დღეს კი კურსი 3 ლარია. შესაბამისად, რადგან იმპორტირებული გვაქვს ნედლეული – ხორბალი, ეს აისახება ყველაფერზე“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

წყარო: 1tv.ge