რამდენიმე წუთში გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე ინსტანციის სასამართლო ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით.
მოსამართლე უკვე გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. მას დაცვის და ბრალდების მხარეებმა მიმართეს.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაოს აპროტესტებს და პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
ადვოკატი კი ნიკა მელიასთვის დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მელიას შეეზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილება, რაც არაკონსტიტუციურია.
ასევე ნიკა მელიას ეკრძალება პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.









