უკვე მეორე წელია ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ევროპის ღია პირველობის ტრიუმფატორია. ფინალში მან რუსი ანდრეი რუბლევი 3 სეტში
(5-7; 6-4; 3-6) დაამარცხა. ბასილაშვილმა მოპოვებული ქულები დაიცვა და ტურნირის მოგებით 500 სარეიტინგო ქულა და 354,845 ევრო გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ტურნირს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა, გასულ წელს ნიკოლოზმა ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა.







