პარლამენტთან შიმშილობის აქცია შეწყდა

პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობას ადვოკატი ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე ამ ეტაპზე წყვეტენ. მოშიმშილეებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა ექიმების რჩევით შეწყვიტეს.ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ის და სიხარულიძეც საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე მე-19 დღეა შიმშილობენ მოთხოვნით თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.