20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ იქნა მიღებული.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.ლევან იმერლიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს.
დაკავებულის ადვოკატმა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა,მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
ლევან იმერლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი,15 ივლისს დააკავა.