რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მხარს უჭერს სახელმწიფო სათათბიროს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდის დრო გაუშვა.
„მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს – არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, – დაწერა რუსმა სენატორმა თავის „ტვიტერზე“.
პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან „ურჩია პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ“.