,,საჭესთან ჩაეძინა, ავტომობილი მოსახვევში გადავარდა”-რუსთაველი სპორტსმენის გარდაცვალების დეტალები

ახალი დეტალები რუსთაველი სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ. „ქრონიკის“ ინფორმაციით ,გიორგი დოინჯაშვილი ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც საჭესთან ჩაეძინა, ავტომობილი რიკოთის გვირაბამდე ,გზის სავალი ნაწილიდან მოსახვევში გადავარდა.

უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, დოინჯაშვილი ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი ბიზნესმენის მძღოლად მუშაობდა და დედაქალაქში,სწორედ მასთან ერთად ბრუნდებოდა.

Tv4-ის ინფორმაციით,დაშავებულია ბიზნესმენიც. მას ტვინის შერყევა და სხეულზე დაჟეჟილობა აღენიშნება. როგორც tv4-მა გაარკვია, სპორტსმენმა ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ბარსელონაში პრესტიჟულ შეჯიბრებაში მონაწილეობის ლიცენზია მიიღო,რისთვისაც აქტიურად ვარჯიშობდა. ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი, გიორგი დოინჯაშვილი ემსხვერპლა. გიორგი დოინჯაშვილი რუსთაველი სპორტსმენი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.