სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.  ადგილზე სახანძრო-სამაშველო ,  სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო  პოლიცია იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის გაჩენის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს  .