რუსთავის მერიის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი პოლონეთში გასამართ საგანმანათლებლო კვირეულს ეხება,რომელზე დასწრებაც 5 რუსთაველ ახალგაზრდას შეუძლია.
სხდომის წევრები, კანდიდატთა შერჩევაზე მსჯელობენ.კვირეული 17დან 24 აგვისტომდე პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში გაიმართება.