ტურისტების ავტობუსი ხევში გადავარდა.
შემთხვევა თურქეთში, ქალაქ ქემერთან მოხდა. ავტობუსს პოლონელი ტურისტები გადაჰყავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ხევში გადავარდა.
ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტობუსში პოლონეთის 38 მოქალაქე და ერთი რეზიდენტი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია 30 ადამიანი, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან.









