სამართალდამცველებმა აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების სულ 4 ფაქტი გამოავლინეს. ფაქტები 8-10 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს. სამართალდამრღვევები ჯამში 40,780 ღერი სიგარეტის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვათ.